სარჩევი

ჩვენს შესახებ
ჩვენი დაპროექტებული
აფხაზეთი
აჭარა
გურია
იმერეთი
კახეთი
მესხეთ-ჯავახეთი
მცხეთა-თიანეთი
რაჭა-ლეჩხუმი
სამეგრელო-სვანეთი
შიდა ქართლი
ქვემო ქართლი
ჩვენი პარტნიორები
კონტაქტი

 

საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია ბითი
ჩვენს შესახებ
შესავალი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “საპროექტო-საკონსულტაციო კომპანია ბითი” (Better Technologies) ქართული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ფართო სპექტრის საინჟინრო-საველე მომსახურებას ახორციელებს საქართველოს მასშტაბით, 2005 წლიდან. სსრკ-ს დაშლის შემდგომ სახელმწიფო საპროექტო და კვლევითმა ინსტიტუტებმა ძირეული ცვლილებები განიცადა. ბითი სწორედ ამ ცვლილებების შედეგია, სადაც გაერთიანებულია ყოფილი სახელმწიფო საწარმოების წამყვანი ინჟინრების მრავალწლიანი გამოცდილება და ახალგაზრდა ინჟინრების ბრწყინვალე აკადემიური განათლება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების და საინჟინრო გადაწყვეტილებების დემონსტრირების საწინდარია.
საქმიანობის ძირითადი სფერო
”ბითი” საქმიანობას ეწევა შემდეგ სფეროებში:
  • ავტომაგისტრალები და საავტომობილო გზები;
  • ხიდები და გვირაბები;
  • შენობები, ნაგებობები და საკომუნიკაციო ხაზები;
  • გეოტექნიკური კვლევები;
  • დაგეგმარება;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
  • სოციალური, განსახლების და ეკონომიკური კვლევები.
კომპანიის სპეციალიზირებული საპროექტო ჯგუფები და მომსახურების დეპარტამენტები ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში უზრუნველყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი და დეტალური დაპროექტების და მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურების გაწევას.
პროფესიული გამოცდილება
ბითის მომსახურება გაწეული აქვს როგორც ეროვნული საკომუნიკაციო კომპანიებისთვის, ასევე ისეთ საერთაშორისო საფინანსო ერთეულებისთვის როგორიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია”.

Copyright © Ltd "Ariasi". All rights reserved. საიტის დამზადება